იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 20¹. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი

კანონი №2352 · მიღებულია 1999-07-23 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 113 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. სასამართლო (მოსამართლე) გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერების შემოწმების მიზნით საქმეს იხილავს დახურულ სხდომაზე მხარეთა დასწრების გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია მხარეებს არ წარედგინება.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საქმის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ მიეთითება ის მონაცემი, რომელიც გამოიწვევს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამჟღავნებას.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063 - სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110 ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

ადმინისტრაციული სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 20¹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა