1. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა არ აფერხებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ საქმის განხილვას.
2. თუ მოსარჩელე, სააპელაციო საჩივრის ან კერძო საჩივრის შემტანი მხარე დასაქმებულია ან სამხედრო სამსახურს გადის, იგი უფლებამოსილია გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე. დამსაქმებელი ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა ვალდებულია ხელი შეუწყოს სასამართლო სხდომაზე მის დასწრებას. მას უნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3817 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. ცვლილების აქტი