იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 21¹²³. უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების თაობაზე ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის განხილვის წესი

კანონი №2352 · მიღებულია 1999-07-23 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 113 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის შემცირების თაობაზე ან/და საქართველოდან გაძევების შესახებ მოსამართლის ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის გასვლამდე ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობას წარუდგენს სასამართლოს. სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსის 21122 მუხლით დადგენილი წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოსცემს ბრძანებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

ადმინისტრაციული სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹²³

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა