იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 21¹²⁸. სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი

კანონი №2352 · მიღებულია 1999-07-23 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 113 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. ამ თავით გათვალისწინებული, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეს (პირს) მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. ამ მიზნით სასამართლოს უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება ან სასამართლო უწყება შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3. დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ უცხოელს შესაბამისი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

4. უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სასამართლოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდება, აგრეთვე ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). უცხოელის მიერ სასამართლოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება/სასამართლო განჩინება/ბრძანება ძალაში შედის მისი აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს.

5. უცხოელის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

ადმინისტრაციული სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21¹²⁸

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა