იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 21⁴⁶. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

კანონი №2352 · მიღებულია 1999-07-23 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 113 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საგადასახადო ორგანომ ამ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

2. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს:

ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;

ბ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის დასახელება, რომლისგანაც მიღებული უნდა იქნეს ინფორმაცია;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;

დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1809 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)

[მუხლი 21 46 . საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ამ შემოწმების ფარგლებში კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან, სესხის გამცემი სუბიექტისგან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისგან, საბროკერო კომპანიისგან, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარისგან, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისგან, აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო კომპანიისგან, ფაქტორინგული კომპანიისგან, ფაქტორინგული პლატფორმისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, თუ საგადასახადო ორგანომ ამ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც მიმართა ინფორმაციის წარდგენის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

2. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს:

ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;

ბ) კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის დასახელება, რომლისგანაც მიღებული უნდა იქნეს ინფორმაცია;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის აღწერა;

დ) საგადასახადო ორგანოს მიერ ინფორმაციის მიღების ფორმა და ვადა.  (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

ადმინისტრაციული სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁴⁶

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა