იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 21⁵³. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ მოსამართლისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვა

კანონი №2352 · მიღებულია 1999-07-23 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 113 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციისა და მისი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ის ადგილობრივი ერთეული, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განთავსებულია ის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ ერთეულს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ბრძანების გამოცემის თხოვნით მიმართავს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისთვის შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათში.

3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვა უნდა იყოს დასაბუთებული და ეფუძნებოდეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობას. ამ მიმართვას პაციენტის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, სხვა დოკუმენტი) ერთად უნდა დაერთოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობა.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

ადმინისტრაციული სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 21⁵³

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა