1. პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე მოსამართლის ბრძანება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში ბრძანების მხარისთვის გადაცემიდან 3 დღის ვადაში. საჩივარი შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
2. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს საჩივრის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1186 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. ცვლილების აქტი