იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 279. სასამართლოს მოვალეობა შეაჩეროს საქმის წარმოება

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;

ბ) თუ იგი დაადგენს, რომ მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, მაგრამ მხარდაჭერა არ მიუღია;

გ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედ ნაწილში მოპასუხის ყოფნისას ან ასეთივე ნაწილში მყოფი მოსარჩელის თხოვნით;

დ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით;

დ1) თუ საქმეს განიხილავს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია ან კომისიის კომიტეტი;

ე) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) თუ ამ კოდექსის 1873 მუხლის საფუძველზე დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით საქმე სასამართლომ მედიატორს გადასცა, ან საქმის წარმოების დაწყების შემდეგ მხარეებმა დავა მედიატორს გადასცეს, ანდა მხარეთა შორის არსებობს მედიაციის თაობაზე შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, რომ არ მიმართონ სასამართლოს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, − გარდა იმ შემთხვევისა,  როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. მოპასუხემ მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესახებ განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გააკეთოს.

ზ) თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ არსებული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის შემდეგ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ დაწყებული საქმის წარმოება ჩერდება. ამ შემთხვევაში ჩერდება აგრეთვე შუამდგომლობის განხილვის ვადის დინება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 1 დღის ვადაში.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4287 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.446 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 279

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა