განჩინებაში უნდა აღინიშნოს:
ა) განჩინების მიღების დრო და ადგილი;
ბ) განჩინების მიმღები სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი;
გ) მხარეები და დავის საგანი;
დ) საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება;
ე) მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე, და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განჩინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა;
ვ) სასამართლოს დადგენილება;
ზ) განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ. ცვლილების აქტი