1. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს მისი გასაჩივრების წესი და ვადა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება დაიშვება გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 14 დღისა.
3. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სააპელაციო წესით. სააპელაციო წესით საქმის განხილვის ვადაა ერთი თვე.
4. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5286 - სსმ I, №29, 27.07.2007წ., მუხ.327 ცვლილების აქტი