იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 309³⁵. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებები

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. სასამართლო უფლებამოსილია ამ კოდექსის 30933 მუხლით გათვალისწინებული განცხადების საფუძველზე კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის მიმართ გამოიყენოს უფლების დაცვის დროებითი ღონისძიება. ეს ღონისძიება შეიძლება იყოს:

ა) საავიაციო ობიექტის შენარჩუნება, მისი ღირებულების შენარჩუნების ჩათვლით;

ბ) საავიაციო ობიექტის მფლობელობაში გადაცემა ან შესანახად გადაცემა ან მიბარება;

გ) საავიაციო ობიექტის გადაადგილების აკრძალვა;

დ) საავიაციო ობიექტის იჯარით გადაცემა ან საავიაციო ობიექტისა და მისგან მიღებული შემოსავლის მართვა, თუ ეს გათვალისწინებული არ არის ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებებით;

ე) საავიაციო ობიექტის გასხვისება და მისი გასხვისებით მიღებული შემოსავლის განაწილება, თუ ამაზე არსებობს შეთანხმება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრულ კრედიტორსა და მოვალეს შორის;

ვ) საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

2. კრედიტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების ერთი სახის მეორე სახით შეცვლა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოსთვის ხელახლა წარდგენით.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309³⁵

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა