იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 309³⁹. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების გაუქმება

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. სასამართლოს მიერ ამ კოდექსის 30933 მუხლით გათვალისწინებული განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში კრედიტორმა სარჩელი უნდა აღძრას ამ თავით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში კრედიტორი არ აღძრავს სარჩელს ან არ აცნობებს სასამართლოს სარჩელის საქართველოს ფარგლების გარეთ აღძვრის თაობაზე, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას ამ თავით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ.

2. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის სარჩელი მოიცავს აგრეთვე საარბიტრაჟო სარჩელს.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309³⁹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა