იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 351⁹. განსჯადობა

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სარჩელი სასამართლოში შეიტანება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს პირველი ინსტანციით განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ თავის მიზნებისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია – დასავლეთ საქართველოს.

3. თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების მიერ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 2 კვირის ვადაში გასაჩივრდეს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში.

4. თბილისისა  და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიერ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ამ კოდექსით დადგენილი წესით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 2 კვირის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 351⁹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა