იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 356¹³. არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეები

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. ამ კარის მიხედვით სასამართლო განიხილავს საქმეებს:

ა) არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ;

გ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

დ) მტკიცებულებათა მოპოვებასა და მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში სასამართლოს დახმარების შესახებ;

ე) არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ;

ვ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ;

ზ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ;

თ) საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ;

ი) „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაწყვეტილებები გამოაქვს იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „ე“–„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 356¹³

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა