იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 356¹⁵. არბიტრის დანიშვნა, აცილება და უფლებამოსილების შეწყვეტა

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

2. სასამართლომ არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის დროს უნდა იხელმძღვანელოს მხარეთა შორის დადებული საარბიტრაჟო შეთანხმებითა და არბიტრის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.

3. სასამართლო არბიტრს ნიშნავს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

4. სასამართლოს გადაწყვეტილება არბიტრის აცილების ან/და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გამოაქვს განცხადების წარმოებაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.

5. სასამართლოში არბიტრის აცილების ან/და უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა ვერ შეაჩერებს არბიტრაჟში საქმის განხილვას.

6. სასამართლოს გადაწყვეტილება არბიტრის დანიშვნის, აცილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 356¹⁵

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა