იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 363²⁰. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ინდივიდუალური შეფასებისათვის ექსპერტიზის დანიშვნა

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. ამ კოდექსის 36316 მუხლის შესაბამისად განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე სასამართლო ნიშნავს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, აშკარად თავს არიდებს ექსპერტიზას, სასამართლო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, თავის სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე ამ პირის ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით გამოიტანოს განჩინება ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის იძულებით გაგზავნის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, თავისი ქმედებით არსებით ზიანს აყენებს საკუთარ ან სხვათა უფლებებს.

4. სასამართლო სხდომაზე უნდა დაიკითხოს ყველა ექსპერტი და მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, რომელთა დასკვნებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363²⁰

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა