იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 363³¹. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის განხილვა

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი ან ორივე მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი.

2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის/იურიდიული მისამართის მიხედვით.

3. მხარემ, რომელიც სასამართლოს მიმართავს კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით, უნდა წარადგინოს სამედიაციო მორიგების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე მედიაციის თაობაზე შეთანხმება.

4. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე,  განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია იმავე ვადაში დაადგინოს ამ საკითხის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. ამ შემთხვევაში კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში განიხილება. აღნიშნული საკითხის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363³¹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა