იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 363⁴¹. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება ამ კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

3. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

4. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით;

ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს.

5. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით განიხილავს მას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს;

ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღისა გასაჩივრდეს საკასაციო წესით.

7. საკასაციო სასამართლო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ან განსახილველად იღებს საკასაციო საჩივარს.

8. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მას და მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს ან უარს ამბობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ. ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 363⁴¹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა