იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 436. 1999 წლის 15 მაისამდე სასამართლოებში მიღებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საქმეების განხილვა

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. სამოქალაქო საქმეები, რომლებიც მიღებულია სასამართლოებში 1999 წლის 15 მაისამდე, მაგრამ რომელთა განხილვაც არ არის დამთავრებული ამ დროისათვის, უნდა განიხილონ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად იმ სასამართლოებმა, რომელთა წარმოებაშიც იყო ეს საქმეები.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

3. საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე შეტანილ საზედამხედველო პროტესტებს, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა.

4. სამოქალაქო საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 1999 წლის 15 მაისამდე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შესულა კანონიერ ძალაში, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის წესით განხილულ სამოქალაქო საქმეებზე 1999 წლის 15 მაისის შემდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები კანონით დადგენილ ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო სასამართლოში.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში მითითებულ საქმეებს განიხილავს 408-ე მუხლით დადგენილი წესით, კოლეგიურად – სამი მოსამართლის მონაწილეობით. იმ საქმეებზე შეტანილი საჩივრები, რომლებიც განსაკუთრებით რთულია, ასევე განხილულია უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეების განხილვაში მონაწილეთა მიმართ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას ზედამხედველობის წესით საქმეთა განხილვისას შეუძლია საქმე არ გადასცეს ხელახლა განსახილველად და მიიღოს გადაწყვეტილება 411-ე მუხლის შესაბამისად. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1261 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998 წ., გვ.32 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის კანონი №1529 – პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.15 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1773 – სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.10 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2314 – სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.176 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2261 - სსმ I, №41, 08.12.2009წ., მუხ.305 ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 436

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა