საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია:
ა) მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;
ბ) თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;
გ) ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;
გ1 ) სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები;
დ) მოპასუხის მოძებნის ხარჯები;
ე) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ვ) ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები ;
ზ ) სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №597 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.173 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. ცვლილების აქტი