წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება:
ა) იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება;
ბ) უფლებამოსილი პირის უარით;
გ) უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით;
დ) უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით;
ე) შესრულებით;
ვ) უფლებამოსილების გამცემი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობით, თუ მას მხარდაჭერა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან ქონების განკარგვის უფლების განსახორციელებლად დაუწესდა.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. ცვლილების აქტი