იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 1120. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებანი

კანონი №786-IIს · მიღებულია 1997-06-26 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 140 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. დაქორწინება არ დაიშვება:

ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან;

ბ) პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;

გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;

დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;

ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება;

ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის (კერძოდ, მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული ერთი და იმავე სქესის) წარმომადგენლებს შორის.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ", „გ", „დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება მაშინაც, როცა ნათესაური ურთიერთობა მოიშალა გაშვილების შედეგად.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 – ვებგვერდი, 28.10.2014წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4438 – ვებგვერდი, 03.10.2024წ. ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1120

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა