იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 1243. წარმომადგენლის მეშვეობით შვილად აყვანის დაუშვებლობა

კანონი №786-IIს · მიღებულია 1997-06-26 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 140 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. შვილად აყვანა არ შეიძლება რაიმე პირობით, ვადაზე მითითებით ან წარმომადგენლის მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, წარმოდგენილ იქნეს სასამართლო წარმოებისას ადვოკატის მიერ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება მშვილებლის უფლებაზე, მოიძიოს და მოიპოვოს აკრედიტებული სააგენტოების დახმარება შვილად აყვანის პროცედურების დროს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1243

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა