1. 10 წლამდე ბავშვის გაშვილებისას, მისი სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი.
2. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის შვილად აყვანა მისი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
3. გაშვილებაზე ბავშვის თანხმობა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე მისი მოსმენის შედეგად ირკვევა.
4. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად მიიჩნევდა, შვილად აყვანა, გამონაკლისის სახით, შეიძლება გაშვილებაზე შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშე.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2382 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ ., მუხ .399 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. ცვლილების აქტი