იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 1304. მზრუნველობის შეწყვეტის საფუძვლები

კანონი №786-IIს · მიღებულია 1997-06-26 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 140 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. მზრუნველობა შეწყდება:

ა) თუ გარდაიცვალა სამზრუნველო პირი;

ბ) თუ სამზრუნველო არასრულწლოვანმა პირმა მიაღწია სრულწლოვანებას;

გ) თუ სამზრუნველო არასრულწლოვანი პირი დაქორწინდა;

დ) სხვა სამზრუნველო პირების მიმართ – თუ მოისპო მიზეზი, რომელმაც გამოიწვია მზრუნველის დანიშვნა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევებში მზრუნველობა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1304

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა