ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:
ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში (მორატორიუმი);
ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;
გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაზე;
გ1) დაიწყო „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კერძო მედიაცია;
დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3607 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4956 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5667 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. ცვლილების აქტი