იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 1508³. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ვალდებულებები გარდამავალ პერიოდში

კანონი №786-IIს · მიღებულია 1997-06-26 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 140 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია:

ა) 2015 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლება და ამ კოდექსთან შესაბამისობა;

ბ) ქმედუუნაროდ ცნობილი პირების მონაცემთა ბაზის განახლებიდან 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს მეურვეებისთვის და ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის ამ კოდექსის 15081 მუხლით დადგენილი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გაფრთხილება ამ მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ;

გ) 2017 წლის 1 აპრილიდან 2 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს სტაციონარში მოთავსებული ქმედუუნარო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, აგრეთვე 2019 წლის 1 აპრილიდან 1 წლის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს იმ ქმედუუნარო პირის, რომელიც სტაციონარში არ არის მოთავსებული, მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მისი ინდივიდუალური შეფასებისათვის, თუ მეურვე, თავად ქმედუუნარო პირი ან შესაბამისი დაწესებულება არ მიმართავს სასამართლოს აღნიშნული მიზნით.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1508³

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა