იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 1509². მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესი

კანონი №786-IIს · მიღებულია 1997-06-26 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 140 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. ამ მუხლის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს, შეიძლება დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. გარდაქმნის შემდეგ სუბიექტი აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით.

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში ყველა პირს დაარეგისტრირებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, თუ ისინი დააკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს, მიუხედავად „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულებების რაოდენობის შეზღუდვისა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში პირის ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ფუნქციონირების (მის მიერ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის ფლობის) შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს 2025 წლის 1 სექტემბრამდე. მისი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, გარდაქმნილი სუბიექტის ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით საწარმოს რეორგანიზაციისთვის დადგენილი წესები იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნებისთვის.

5. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედ სისხლის დაწესებულებას (სისხლის გადასხმის დაწესებულებას/სისხლის ბანკს), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებდა, უფლება აქვს, 2026 წლის 1 ივნისამდე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დარეგისტრირდეს. სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) მიერ აღნიშნული საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში ამ დაწესებულების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, აგრეთვე მისი ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დებულებები.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1509²

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა