იმ პირს, რომელიც გარიგებას ხელს თვითონ ვერ მოაწერს წერა-კითხვის არცოდნის ან ხანგრძლივი ან შეუქცევი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში, შეუძლია გარიგებაზე ხელის მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელმოწერა ოფიციალურად უნდა დამოწმდეს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა პირმა გარიგებას ხელი ვერ მოაწერა.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3709 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.366 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2022 წლის 2 ნოემბრის კანონი №1982 – ვებგვერდი, 11.11.2022წ. ცვლილების აქტი