1. ემიტენტი მოვალეა შეასრულოს თავისი ვალდებულება მხოლოდ მაშინ, თუ მას გადასცემენ ფასიან ქაღალდს.
2. მოვალე, რომელიც ასრულებს ვალდებულებებს დოკუმენტის მფლობელის წინაშე, თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ ის არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, და შესაძლებლობა აქვს დაამტკიცოს მფლობელის არაკეთილსინდისიერება.
3. მოვალე, რომელიც განთავისუფლდება თავისი ვალდებულებებისაგან დოკუმენტის მფლობელის წინაშე, იძენს საკუთრებას მისთვის ჩაბარებულ დოკუმენტზე.
დაუსვით კითხვა Elite Audit-ს
სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 915
კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.