1. სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება საჯაროდ და ზეპირად. სხდომის დახურვა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ.
3. (ამოღებულია - 18.01.2013, №205).
4. სასამართლოს შენობაში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. # # # # #
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №205 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2013 წლის 1 მაისის კანონი №583 – ვებგვერდი, 20.05.2013წ. ცვლილების აქტი