1. ქონებას ყადაღა ედება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე, გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებას ყადაღა ედება 2 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა.
3. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაბამისი პროცედურები, ქონებას ყადაღა ედება 4 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/1434,1466 – ვებგვერდი, 01.03.2022წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ. ცვლილების აქტი