1. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს სასამართლოს შემადგენლობას, ასევე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს ბრალდებას და ვინ ახორციელებს დაცვას, და მხარეებს ეკითხება, ხომ არ აქვთ მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, სხდომის მდივნის, თარჯიმნის ან პროცესის სხვა მონაწილის აცილების საფუძველი.
2. სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, აცილება მისცენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებს, ისე სასამართლოს მთელ შემადგენლობას.
3. სხდომის თავმჯდომარე პროცესის მონაწილეებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
დაუსვით კითხვა Elite Audit-ს
სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 229
კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.