იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 260. განაჩენის დადგენისას სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები

კანონი №1772 · მიღებულია 2009-10-09 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 179 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. განაჩენის დადგენისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ საკითხებს:

ა) ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;

გ) შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება;

დ) უნდა დაისაჯოს თუ არა ბრალდებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის;

ე) რა სასჯელი უნდა დაენიშნოს ბრალდებულს და რა ზომის;

ე1) უნდა დაენიშნოს თუ არა და რა ვადით უნდა დაენიშნოს ბრალდებულს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა;

ვ) უნდა მოიხადოს თუ არა ბრალდებულმა დანიშნული სასჯელი;

ზ) შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებების საკითხს;

ზ1) მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საკითხს;

ზ2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3443 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს;

თ) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი;

ი) ვის და რა ოდენობით უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

2. რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისას სასამართლო თითოეული დანაშაულის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ საკითხებს.

3. დანაშაულის ჩადენაში რამდენიმე ბრალდებულის მსჯავრდებისას ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საკითხები უნდა გადაწყდეს ყოველი ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 260

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა