იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 306. საკასაციო სხდომა

კანონი №1772 · მიღებულია 2009-10-09 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 179 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს, რომ სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები.

2. შემდეგ სიტყვით გამოდიან მხარეები. თავდაპირველად სიტყვა ეძლევა კასატორს.

3. განაჩენის უკანონობის მტკიცების ტვირთი აკისრია კასატორს.

4. საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედების ჩადენის შემდგომ მიღებული კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ.

5. მხარეთა სიტყვით გამოსვლის შემდეგ რეპლიკის უფლებით სარგებლობს ჯერ კასატორი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე.

6. თუ მსჯავრდებული (გამართლებული) ესწრება სხდომას, მისი საბოლოო სიტყვის უფლება გარანტირებულია.

7. სხდომის თავმჯდომარე მხარეს სიტყვის წარსადგენად და რეპლიკისათვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

8. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, დაადგინოს მხარის საბოლოო სიტყვის ხანგრძლივობა, მაგრამ მას შეუძლია შეაჩეროს პირი, თუ ის ეხება გარემოებას, რომელსაც კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება №3/1/608,609 - ვებგვერდი, 13.10.2015წ. ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 306

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა