იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 67. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლები #

კანონი №1772 · მიღებულია 2009-10-09 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 179 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ:

ა) განიხილება საქმე ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვაც თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას;

ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის გასაჯაროებით მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრება მის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას;

გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე;

დ) (ამოღებულია – 28.10.2011, №5170)

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 67

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა