იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 135¹. ადამიანის ორგანოებით, ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა

კანონი №2287 · მიღებულია 1999-07-22 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 296 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ადამიანის ქსოვილებით ან უჯრედებით უკანონო ვაჭრობა −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2002 წლის 6 ნოემბრის კანონი №1710 – სსმ I, №30, 27.11.2002 წ., მუხ.134 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 135¹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა