1. ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე−140-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
ვ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ;
ზ) ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1642 - ვებგვერდი, 16.12.2013წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №763 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5750 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. ცვლილების აქტი