იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 205¹. ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით

კანონი №2287 · მიღებულია 1999-07-22 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 296 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ბ) დიდი ოდენობით;

გ) არაერთგზის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალული ქონების ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 205¹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა