იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 223¹. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“

კანონი №2287 · მიღებულია 1999-07-22 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 296 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

2. „კანონიერი ქურდობა“ –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუკი მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2355 - სსმ I, №57, 29.12.2005 წ., მუხ.439 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 223¹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა