იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 314. ჯაშუშობა

კანონი №2287 · მიღებულია 1999-07-22 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 296 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის  დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 201 3 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება №2/ 2 / 516,542 – ვებგვერდი, 2 3.0 5 .201 3 წ. ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 314

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა