იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 323². საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა

კანონი №2287 · მიღებულია 1999-07-22 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 296 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა, ან/და უცხო ქვეყნის ან მისი ორგანოს, პირთა ჯგუფის ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

11. ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების ან ამგვარ საქმიანობაში ან ტერორისტულ  წვრთნაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი არაერთგზის;

ბ) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) ჩადენილი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ;

დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისათვის საერთაშორისო ტერორიზმი გულისხმობს „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული „საერთაშორისო ტერორიზმის“ განმარტებით გათვალისწინებულ ტერორისტულ საქმიანობას.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის სამხედრო ხასიათის მხარდაჭერა გულისხმობს შესაბამისი პერსონალის შერჩევას, წვრთნების ჩატარებას, აღჭურვილობის შეძენას, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, ლოგისტიკური, სადაზვერვო ან ფუნქციონალური დახმარების გაწევას, ტერორისტის პირადი დაცვით უზრუნველყოფას ან სხვა სამხედრო ხასიათის მომსახურებას.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 323²

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა