იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 34. შეურაცხაობა ფსიქიკური აშლილობის გამო

კანონი №2287 · მიღებულია 1999-07-22 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 296 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის, გონებრივი განვითარების შეფერხების, დემენციის ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობის გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.

2. თუ დანაშაული შერაცხადმა პირმა ჩაიდინა, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე მას ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა, რის გამოც აღარ შეუძლია თავს ანგარიში გაუწიოს ან უხელმძღვანელოს მას, ეს პირი სასამართლოს მიერ შეფარდებულ სასჯელს გამოჯანმრთელებამდე შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მოიხდის.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2264 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.367 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 34

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა