1. სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულად ითვლება ამ კარით გათვალისწინებული ქმედება, მიმართული სამხედრო სამსახურის წესის წინააღმდეგ, ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ ან რეზერვისტის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას.
2. ომიანობის ან საომარი მდგომარეობის დროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4195 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.367 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3609 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. ცვლილების აქტი