იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 309³⁷. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანება

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს ბრძანებაში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბრძანება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, გარდა ამ კოდექსის 30935 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ბრძანებებისა, აგრეთვე მისი გასაჩივრების წესი და ვადა და მხარეთა შორის კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების წესი.

2. ამ კოდექსის 30935 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ ამ თავით გათვალისწინებული სასამართლოს ბრძანებების აღსრულებას უზრუნველყოფს კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორი.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 309³⁷

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა