იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 351¹⁷. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აღსრულების შეწყვეტა

კანონი №1106 · მიღებულია 1997-11-14 · არჩეული რედაქცია: 2026-06-24 · პუბლიკაცია 178 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. თუ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზომების მიღების შემდეგ ბავშვი, რომელმაც მიაღწია ისეთ ასაკსა და სიმწიფის ხარისხს, როდესაც მისი აზრის გათვალისწინება მიზანშეწონილია, უარს იტყვის დაბრუნებაზე, საქმე ეგზავნება ამ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც საქმის წარმოებაში მიღებიდან 1 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის შეწყვეტის შესახებ. თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს, ეს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით მიიღება.

3. თუ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვი უარს იტყვის დაბრუნებაზე, მისი ნების ნამდვილობა ფსიქოლოგის დასკვნით უნდა დადასტურდეს.

4. არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები, მისი აღსრულებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები და ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მიმართვიანობის (რეფერირების) და აღსრულების პროცედურებით“.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სამოქალაქო სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 351¹⁷

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა