1. განმცხადებელი თავისუფლდება პროცესის ხარჯების ანაზღაურებისაგან.
2. არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო იმ პირს, რომელმაც ბავშვი არამართლზომიერად გადააადგილა ან არამართლზომიერად დააკავა, ანდა რომელმაც ხელი შეუშალა ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებას, აკისრებს იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებას, რომლებიც გაიღო განმცხადებელმა, მათ შორის, სამგზავრო ხარჯებს, ბავშვის ადგილსამყოფლის დასადგენად გაღებულ ნებისმიერ ხარჯს ან გადახდილ თანხას, განმცხადებლის იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯებს და ბავშვის დაბრუნების ხარჯებს.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4869 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. ცვლილების აქტი