იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 165⁴. დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრება

კანონი №1772 · მიღებულია 2009-10-09 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 179 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. გამამტყუნებელი განაჩენით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შემდეგი თანამიმდევრობით ეკისრებათ:

ა) მსჯავრდებულს − მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან;

ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მსჯავრდებულის იმ ქონებიდან, რომელიც მან ერთჯერადი ან მრავალჯერადი გადაცემის შედეგად მსჯავრდებულის მიერ ამ კოდექსის 1653 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად მიიღო;

გ) ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მის საკუთრებაში არსებული იმ სხვა ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თუ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონება დაზარალებულის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი არ არის;

დ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მსჯავრდებულის იმ ქონებიდან, რომელიც მან ერთჯერადი ან მრავალჯერადი გადაცემის შედეგად მსჯავრდებულის მიერ ამ კოდექსის 1653 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ სასყიდლით მიიღო, თუ მსჯავრდებულის ახლო ნათესავი ან სხვა პირი ამ ქონების მიღებასთან დაკავშირებით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო;

ე) ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მის საკუთრებაში არსებული იმ სხვა ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თუ ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონება დაზარალებულის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი არ არის;

ვ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს − იმ ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3813 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს − იმავე ნაწილით გათვალისწინებული ქონებიდან და სატრანსპორტო საშუალებიდან.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ახლო ნათესავის ან სხვა პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო დამნაშავედ ცნობილი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.

5. მსჯავრდებულისა და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის სახელით ან მათ სასარგებლოდ დაზარალებულის კომპენსაცია მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერმა პირმა შეიძლება გადაიხადოს. თუ ამ პირმა დაზარალებულის კომპენსაციის ნაწილი გადაიხადა, მის მიერ გადახდილი დაზარალებულის კომპენსაციის ეს ნაწილი დაზარალებულის კომპენსაციაში ჩაითვლება.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 165⁴

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა