იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 50¹. პირი, რომელსაც დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება

კანონი №1772 · მიღებულია 2009-10-09 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 179 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

ამ კოდექსის 1654 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება, უფლება აქვს:

ა) ჰყავდეს ადვოკატი;

ბ) გაეცნოს და მიიღოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები;

გ) ბრალდების მხარეს წარუდგინოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება და შუამდგომლობით მოითხოვოს მისი სისხლის სამართლის საქმისთვის დართვა;

დ) ადვოკატთან ერთად სასამართლოში მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში, მათ შორის, ადვოკატთან ერთად შეკითხვები დაუსვას ამ საკითხთან დაკავშირებით დასაკითხ მოწმეს;

ე) სასამართლოს მისცეს ჩვენება დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ამ დროს აღნიშნულ პირს აქვს მოწმის უფლებები და აკისრია მისი მოვალეობები;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ამ კოდექსის XVII1 თავით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ეგზემპლარი;

ზ) სააპელაციო და საკასაციო წესებით გაასაჩივროს სასამართლოს მიერ ამ კოდექსის XVII1 თავით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების ნაწილში.

ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 50¹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა