1. თარჯიმანს იძახებენ, როცა:
ა) პროცესის მონაწილემ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
ბ) საჭიროა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე ითარგმნოს ტექსტი;
გ) პროცესის მონაწილეს აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს.
2. თარჯიმნის გამოძახების შესახებ აღნიშვნა კეთდება შესაბამის ოქმში.
3.(ამოღებულია - 14.07.2020, №6842).
4. პროცესის სხვა მონაწილეს თარჯიმნის მოვალეობის შესრულების უფლება არა აქვს.
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6549 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)
- საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. ცვლილების აქტი